ქართული ყველი მსოფლიოს საუკეთესო ყველის ათეულში მოხვდა (ვიდეო)

 ქართული ყველი უკვე მსოფლიოს საუკეთესო ყველის რუკაზეა. ქვეყანა უნიკალური ყველის წარმოებით მსოფლიოს ათეულში შევიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მირ 24“ არცელებს.
საქართველოს ყველის მომზადების საუკუნეების გამოცდილება და ტრადიციები აქვს, აქ მზადდება შებოლი ყველი, თხის თუ ძროხის ყველი. ყველი მზადდება ღვინოშიც კი. როგორც რუსულ ტელეკომპანიას ქართველმა რესპონდენტმა ანა მიქაძემ განუცხადა, საქართველო არ ჩამოუვარდება ყველის მწარმოებელ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია და საფრანგეთი.
“რამდენი ადამიანიც ამზადებს ყველს, იმდენივე სახესხვაობისას შეხვდებით. ყველა ადამიანი მას თავისებურად ამზადებს, თუმცა ოფიციალურად 14 სახეობის ყველია დარეგისტრირებული. მათ შორის ყველაზე პოპულარულია იმერული, გუდის ყველი და სულგუნი. არსებობს ყველის რამდენიმე სახეობა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მზადდება და დედაქალაქში კი, არ იცნობენ“,- აღნიშნა რუსულ არხთან საუბრისას ყველის წარმოების სპეციალისტმა ანა მიქაძემ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=iljQppx6dxs[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები