ახალგაზრდა ადვოკატმა, თემურ შენგელაიამ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარეს პირველივე პროცესი მოუგო, კოლეგას ნიძლავი „ჩააბარა“ და თმა ყვითლად გადაიღება.
თემურ შენგელაიას ინფორმაციით, ის და მისი კოლეგა ნიკუშა სადრაძე ბრალდებულს იცავდნენ, რომელსაც ბრალდების მხარის მოთხოვნით 12 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა, ადვოკატები მოსამართლის წინაშე ისე წასდგნენ, რომ ბრალდებული გამართლდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა. მოსამართლის გადაწყვეტილებამდე კი, ადვოკატებმა ერთმანეთთან სანაძლეო დადეს.
„კვირა +“ ადვოკატის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
„ჰო თმები შეღებილია…
მაგრამ მანამდე
მომილოცეთ..
შემიძლია ვთქვა,
რომ დღეს თავიდან დავიბადე!
არამგონია ამაზე დიდი გრძნობა ბევრი არსებობდეს.
ჩვენი საადვოკატო ბიურო 9 თვის წინ შეიქმნა,
პირველივე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმე და არც მეტი არც ნაკლები 9 თვის თავზე:
გამამართლებელი განაჩენი ჯგუფური ყაჩაღობის საქმეზე!!!!!!!
არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა ადამიანებს, რომლებსაც 12 წელი ემუქრებოდათ, თავის შვილებთან მოფერება შეეძლებათ ამ საღამოსვე…
არასდროს,
აი არასდროს დამავიწყდება მათი თვალები!
დღევანდელ დღეს ჰქვია ბედნიერება….!
მოსამართლე ამბობს, რომ განაჩენის გამოსატანად გადის,
მე და ნიკუშა საპირფარეშოში გავდივართ, გული ხელით გვიჭირავს და ჩვენი დიალოგი:
– ბიჭოო გავაფრენ
– მეც, აი გაამართლონ და საწაულებს ვიზამ
– რას?
– რავი, რაც არასდროს ჩამიდენია
– თმები შეიღებე ქერად…
– აი გაამართლოს და გეფიცები!
და აჰა ისიც,
პირობა შესრულებულია ნიკუშ, “თავანი” ჩაბარებულია
და სიხარულით ვდებ ფოტოს „ – წერს ახალგაზრდა ადვოკატი თემურ შენგელაია.