ქართველი მხატვრით უცხოური მედია დაინტერედა – „მინდა, ჩემმა სურათებმა ადამიანები ოპტიმიზმით აავსოს“
ქართველმა მხატვარმა დავით მარტიაშვილმა ფერწერაში საკუთარი სტილი იპოვა. მისი შემოქმედებით უცხოური მედიაც დაინტერესდა. მხატვრის ნამუშევრები – პრიმიტივიზმის და ფერწერული ურთულესი ტექნიკის გარკვეული სინთეზის შედეგია.
„იბადება სურათები, რომლებიც ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს“, – წერს AdMe.
მარტიაშვილის სურათებში სამშობლოს ყველა მკვეთრი ფერია აღბეჭდილი. საკუთარ კრედოზე დავითი ასე საუბრობს: „მინდა, რომ ჩემმა სურათებმა ადამიანებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნას, ოპტიმიზმით აავსოს ისინი. ეს ხომ ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენს დროში“.
გთავაზობთ დავით მარტიაშვილის ნამუშევრების ფოტოკოლაჟს.