სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, ვიდეოს გამავრცელებლის თქმით, ირანელი მომღერალი, ამირ ტატალო ფილარმონიის სცენიდან ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს. “ახლა, მაგალითად, აქვე მე რომ მოვწიო ქართველები…. (ყველა გაიგებს რომ .ლე უნდა მომჭამონ?) ჩვენ ამდენნი ვართ, მგონი მართლა უნდათ, რომ მოგვჭამონ,”, – ამბობს შემსრულებელი ვიდეოს ავტორის თქმით.
ვიდეოს სოცქსელში დიდი გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა. უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში მთავრობას აღნიშნულზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. რამდენად ავთენტურია ვიდეოს შინაარსი და დადასტურებულია მომღერლის მიმართვის ტექსტი, ამის შესახებ “კვირა+” ნიკოლოზ მჟავანაძეს დაუკავშირდა. მჟავანაძის თქმით, მას სპარსული ენის მცოდნეებმა დაუდასტურეს, რომ ნამდვილად იმ სიტყვებს ამბობს მომღერალი, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა. ” კომენტარებში ვინც წერს, რომ სხვა სიტყვებს ამბობს, ისინი არიან “სუს-ის” აგენტები და, ბოდიში და, ხელისუფლების ორლარიანი კიკუები. სპარსული ენის მცოდნეები ადასტურებენ, რომ ტექსტი, რომელიც ვიდეოს ტიტრების სახით აქვს, არის სწორედ ის”, – განაცხადა მჟავანაძემ.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ ირანელი შემსრულებელი სრულიად სხვა სიტყვებით მიმართავს მსმენელს და მას ქართველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. “არ არის სწორად ნათარგმნი. არცერთ ცუდ სიტყვას ამბობს ეგ პიროვნება. ძალიან კარგად ვიცი ირანული. ხალხს ეკითხება – ჩემზე ამბობენ, რომ მოსაწევს ვეწევიო და თქვენ დაინახეთ, რომ მოვწიეო? და ხალხი პასუხობს – არ დაგვინახავსო!”,- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
https://www.youtube.com/watch?v=0zJUKecNXpc