აშშ-ის შტატ ტეხასში, ქალმა, რომელსაც მანქანაში ჩვილი ჰყავდა, პოლიციელებთან რბოლა გამართა. მისი სიჩქარე საათში 160 კმ-ს აღწევდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ბავშვი უკანა სავარძელზე იჯდა. ვიდეოჩანაწერი იმისა, თუ როგორ მიქრის ჯიპი და ცდილობს გაექცეს სამართალდამცველებს, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. გარკვეულ მომენტში, პოლიციამ შეძლო, ამ ავტომობილისთვის საბურავები გაეხეთქა, რის შემდეგაც, მძღოლმა მართვის უნარი დაკარგა და სხვა ავტომობილს შეეჯახა.
ქალმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა. უკანა სავარძელზე მყოფი ჩვილი, რომელიც სპეციალურ სავარძელში იჯდა, არ დაშავებულა, პოლიციამ ის ბავშვთა დაცვის სამსახურს გადასცა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
სხვა სიახლეები