ჩინეთის ქალაქ ტიანცზინში სამშობიაროს მედდებმა შემთხვევით ჩვილის ტირილი გაიგეს, რომელიც საპირფარეშოდან ისმოდა. ისინი სიტუაციის გასარკვევად შევიდნენ და საშინელი რამ ნახეს – უნიტაზში ჩვილი იწვა.
როგორც „Daily Mail“-ი წერს, ქალმა, რომელმაც ჩუმად საპირფარეშოში იმშობიარა, ბავშვის მოშორება გადაწყვიტა, ის იქვე, უნიტაზში ჩააგდო და ჩარეცხვა სცადა. ამის შემდეგ მას სამშობიაროდან გაქცევა სურდა, მაგრამ ვერ მოასწრო – ექიმებმა დაიჭირეს და პოლიციას გამოუძახეს. უნიტაზშივე იპოვეს ბავშვის პლაცენტა.
ქალმა, რომელმაც ახალდაბადებული შვილი ასე გაიმეტა, სამართალდამცველებს მოუყვა, რომ ქორწინების გარეშე დაორსულდა, ბავშვის მამა კი მაშინვე გაუჩინარდა, როგორც კი ეს სიახლე შეიტყო. ამას გარდა, გოგონას არ სურდა თავისი მდგომარეობის შესახებ ოჯახს გაეგო, ამიტომაც ჩუმად მშობიარობა გადაწყვიტა.
საბედნიეროდ, ბავშვს არანაირი ტრავმა არ მიუღია და ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფება. ახლა მასზე დაკვირვებას ექიმები ახორციელებენ, გოგონას კი პოლიციელები კითხავენ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
სხვა სიახლეები