შემაძრწუნებელი შემთხვევა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ტეხასში, ჰარისის ოლქში. ქალი, რომელიც კანალიზაციის ჭაში ჩავარდა, შველას რამდენიმე დღეს ელოდა და მიწის ქვეშ, სრულ სიბნელეში მშიერ–მწყურვალი იმყოფებოდა.
დაზარალებული სამშაბათს, 2 ივნისს იპოვეს. აღსანიშნავია, რომ ჭა, რომელშიც ეს უკანასკნელი ჩავარდა, მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე იყო. ქალის გადასარჩენად ათამდე ადამიანი გახდა საჭირო.
მას შემდეგ, რაც იგი ჭიდან ამოიყვანეს, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და არავითარი დაზიანება არ აღმოაჩნდა, თუმცა, მომხდარზე გამოძიება მაინც დაიწყო. ქალი ამ დროისათვის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.