ახალი წლის დადგომამდე კოსმეტიკური ბრენდები და ონლაინ-რიტეილერები ქალბატონებს სხვადასხვა უჩვეულო ნივთებს სთავაზობენ.
კოსმეტიკური კომპანია “GoGetGlitter” ქალბატონებს მკერდის საახალწლოდ მოსართავად ბრენდულ „გლითერებს“ სთავაზობს. ავტორების ჩანაფიქრით, “გლითერი” უნდა იყოს დადებული პუდინგის ფორმის, რომელიც დიდ ბრიტანეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში ტრადიციული საახალწლო კერძია.
„ინსტაგრამის“ ბევრი მომხმარებელი ამ იდეამ საკმაოდ აღაფრთოვანა.
„მთელი დეკემბერი ასე უნდა იარო“, -დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
„მეც ასე გავაკეთებდი, მკერდი რომ მქონოდა“, – იხუმრა მეორემ.
სოციალურ ქსელებში ასევე გამოჩნდა გოგონების ფოტოები, რომლებმაც სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნის ალტერნატიული გზები მოიფიქრეს. ხოლო იმავეს გაკეთების მსურველებს შეუძლიათ არ დაამახინჯონ ტანსაცმელი, რადგან ონლაინ-რიტეიერმა Etsy-მ უკვე დაიწყო მზა სვიტრების გაყიდვა, რომლებსაც მკერდის ადგილი უკვე ამოჭრილი აქვს. საჭიროა, მხოლოდ აუცილებელი დეტალების დამატება, რათა მკერდმა შესაბამისი „სადღესასწაულო“ იერი მიიღოს.
სხვა სიახლეები