ქალაქი ტვინსბურგი “ტყუპების ქალაქი”.
8 და 9 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაიოს შტატის ქალაქ ტვინსბურგში მეორმოცედ ჩატარდა ყოველწლიური ტყუპების დღის აღნიშვნა.
წელს ამ ქალაქში შეიკრიბა 18 ათასზე მეტი მონაწილე, მათ შორის ათეულობით ტყუპი და სამმაგი ტყუპი. ორივე სქესის სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელი, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
ქალაქს ტვინსბურგი დაერქვა მას შემდეგ რაც ქალაქში საცხოვრებლად ჩავიდნენ ტყუპი ძმები, აარონ და მოზეს უილკოსები, რომლებმაც ქალაქის მუნიციპალიტეტი დაარწმუნეს ქალაქისათვის ტვინსბურგი დაერქვათ. ძმებმა ქალაქში დიდი ინვესტიცია ჩადეს, ქალაქს კი პირველი სკოლა აუშენეს და მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცეს.
ტვინსბურგი ერთადერთი ქალაქი არაა რომელსაც პრეტენზია აქვს “ტყუპების მსოფლიო დედაქალაქის” ტიტულზე, თუმცა ტვინსბურგში ჩატარებული ფესტივალი ითვლება ყველაზე მასშტაბურად. ფესტივალს მუდამ ჰყავს სპონსორებად ცნობილი ბრენდები, რომელთა შორის აქტიურობით “პეპსი” გამოირჩევა.
ქალაქი ტვინსბურგი “ტყუპების ქალაქი”.