ინგრედიენტები: ქათმის ფილე – 300 გრ, დაკონსერვებული ანანასი – 1 ქილა, წითელი ბულგარული წიწაკა – 2 ცალი, სალათის ფურცლები, კარი, ზეთი, წიწაკა, მარილი.
მომზადების წესი: ფილე საშუალო ნაჭრებად დავჭრათ, კარი მოვაყაროთ და ზეთში შევწვათ. ბულგარული წიწაკა მრგვალად დავჭრათ და ფილესთან ერთად 3- 5 წუთი შევწვათ. თეფშზე სალათის ფურცლები მოვათავსოთ, ფილე ბოსტნეულთან ერთად მასზე გადავიტანოთ. ბოლოს სიგრძეზე დაჭრილი ანანასი, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ.