80-ზე მეტ ცნობილ რესტორანს კაფე „ბრეტონელი“ დაემატა
საქართველოში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ევროპული სამზარეულო, განსაკუთრებით კი დესერტის შერჩევისას, ან მსუბუქად წახემსების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს უყვართ იაპონური, ჩინური, ინდური, უკრაინული და რაც მთავარია ქართული სამზარეულო, ისინი უარს არ ამბობს ექსპერიმენტებზე. მათ შორის, საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა როდესაც რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა – ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს.
გიყვართ ევროპული სამზარეულო? მსუბუქი სალათები, სტეიკი, სპაგეტი სხვადასხვა სოუსით, პიცა, ტოსტები, კრეპები, უგემრიელესი დესერტი?
ფუდპანდა გამორჩეული ევროპული დესერტებისა და კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ევროპული კერძი ცნობილ რესტორნებში და შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულ რესტორანს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ. დღეს თქვენს მრავალფეროვან არჩევანს „მარკო პოლო პიაცადან“, „ფრაგოლას“, „თრეველ კაფეს“, „პალატის“, „ქუაიეთ ვუმენ ფაბი პიაცადან“, „სტეიკ ჰაუსს“, „ქიიფ ქალმ თბილისის“, „არტკაფე ბლუზის“ და სხვას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის „კაფე ბრეტონელი“, რომელიც სულ ახლახან შემოუერთდა.
https://www.foodpanda.ge/restaurant/s8lg/kap-e-bretoneli
„ფუდპანდა“ არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს „ფუდპანდასთან“, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რესტორანებს, რომლებიც მრავალფეროვან ევროპულ კერძებს გვთავაზობენ. ვფიქრობ, სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება. ქართველებს ევროპული კერძების გარდა უყვართ იაპონური, ჩინური, ინდური, უკრაინული სამზარეულო. „ფუდპანდა“ კი მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიააა, “ – აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.
გთავაზობთ ყველაზე პოპულარული ევროპული კერძის რეცეპტს.
შნიცელი – ეს ევროპაში პოპულარული კერძია, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ ავსტრიაში, ვენაში შეხვდებით. შნიცელი დაბეგვილი ხორცია, რომელსაც კვერცხში და პურის ნაფხვენში ავლებენ, შემდეგ კი წვავენ.
კერძი გერმანიასა და ავსტრიასთან ასოცირდება, ძალიან გემრიელია და ნოყიერი, ხოლო მოსამზადებლად – უმარტივესი.
ტრადიციული შნიცელის დასამზადებლად ღორის, საქონლის, ხბოს ან ქათმის ფილეს იყენებენ. თუმცა ვეგეტარიანული შნიცელიც არსებობს, რომელიც სოიოს ან ტოფუსგან მზადდება.
ტრადიციული ვენური შნიცელის მოსამზადებლად უძვლო ხორცის თხელი ნაჭრები, დასაბეგვი კულინარიული ჩაქუჩი, კვერცხი, ფქვილი და საფანელი გვჭირდება. მარილი და პილპილი – თავისთავად. თუმცა, თუ ბავარიულად გვინდა შნიცელი შევკმაზოთ, მაშინ ფქვილსა და კვერცხში ამოვლებამდე, შეგვიძლია მდოგვი წავუსვათ ხორცს და უკვე გერმანულ გემოს მივიღებთ.
დღეს, შნიცელის გასაკეთებლად ქათმის ფილესაც ვიყენებთ.
ვჭრით თხელ ფირფიტას და ვბეგვავთ კულინარიული ჩაქუჩით, რომ კიდევ უფრო დათხელდეს და დარბილდეს. ასე დაბეგვილი ხორცი ძალიან მალე იწვება და უფრო რბილია, ვიდრე დაუბეგვავად იქნებოდა.
მიღებულ თხელ ფირფიტას მარილს და პილპილს ვაყრით, ვავლებთ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში (იგივე “სუხარი”, დაფქული).
მხრიდან კარგად, ოქროსფრად არ შეიბრაწება. გადმოღების შემდეგ, ცოტა ხნით ვდებთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზეთისგან დაიწრიტოს და ორგანიზმმა ზედმეტი ნაჯერი ცხიმი არ მიიღოს.
საბოლოოდ, თეფშზე გადაგვაქვს მოხარშულ კარტოფილთან და სალათის ფურცლებთან ერთად, ზემოდან კი შეგვიძლია ლიმონი მოვაწუროთ.
ლიმონი ძალიან ძალიან უხდება. ისევე, როგორც ცივი, ქაფქაფა ლუდი!
გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!…
„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
„ფუდპანდა“, ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
საჭმლის შეკვეთა ონლაინ, ადგილზე მიტანით | foodpanda.ge
www.foodpanda.ge
www.foodpanda.ge