ფრთხილად! სანამ შვილის ფოტოს გამოაქვეყნებთ – სახელმწიფო ინსპექტორი მშობლებს აფრთხილებს (ვიდეო)

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მშობლებს აფრთხილებს. “სანამ არასრულწლოვნების პერსონალურ მონაცემებს გაასაჯაროებთ, დაფიქრდით, გამოიჩინეთ სიფრთხილე და იზრუნეთ მათ უსაფრთხოებაზე”.

სოციალურ ქსელში თქვენი შვილის ფოტოს ან ვიდეოს გამოქვეყნებამდე დაფიქრდით:

აქვს თუ არა მას ფოტოს ან ვიდეოს ამოქვეყნების სურვილი;

რა ზიანი შეიძლება, მიადგეს მისი გასაჯაროების შემდეგ ბავშვის ინტერესებს;

ხომ არ შეიძლება, ვიდეო ან ფოტო ბავშვის ბულინგის მიზეზი გახდეს

რა საფრთხის შემცველი შეიძლება, იყოს ეს ბავშვის ცხოვრებისთვის

კომენტარები

სხვა სიახლეები