“ფრთხილად იყავით, სანაპიროზე უამრავი შპრიცი გდია” – საშიშროება, რომელიც ბათუმის სანაპიროზეა (ფოტოები)

Facebook–მომხმარებელი, გიორგი თვალიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს ნახმარი შპრიცები, რომლების ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ყრია:

“ფრთხილად იყავით ზღვის სანაპიროზე…

უამრავი შპრიცი გდია სანაპიროზე, ხშირად – თავღია, თან ნემსი იმგვარად აქვს, რომ ადვილად შეიძლება, შეერჭოს ვინმეს.

რასაც ფოტოებში ხედავთ, დაახლოებით, 5-7 წუთში შევაგროვეთ 30-40 მეტრის მანძილზე…

გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და იზრუნეთ სხვებზე!

ამავდროულად, ყველამ მცირე წვლილი მაინც რომ შევიტანოთ სხვებზე ზრუნვაში, მსოფლიო უკეთესი გახდება…

უსაფრთხო და ჯანმრთელ დასვენებას გისურვებთ!!!

ფოტოები გადაღებულია ბათუმში, კოვიდწლის 29 აგვისტოს”, – წერს გიორგი თვალიაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები