ინგრედიენტები:
კვერცხი – 2ც.
ვანილის ექსტრაქტი – 3/4 ჩ/კ.
მარილი -1/8 ჩ/კ.
შაქარი -1/3 ჭიქა,
ფქვილი -1/2 ჭიქა,
ლიმონის ცედრა – 1 ს/კ.
კარაქი – 1/4 ჭიქა,
შაქრის ფხვნილი – 1/3 ჭიქა გასაფორმებლად.
ცოტაოდენი ფქვილი და კარაქი ფორმისთვის.
მომზადების წესი: ღუმელი 190 C გრადუსამდე გავაცხელოთ. ცხიმი წავუსვათ და ცოტაოდენი ფქვილი მოვაყაროთ. კარაქი გავადნოთ და ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ.
პატარა თასში კვერცხი გავთქვიფოთ, ვანილი და მარილი დავუმატოთ, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. თან ნელ-ნელა შაქარი ჩავუმატოთ. განაგრძეთ თქვეფა სწრაფი სიჩქარით თხელი და მკრთალი ფერის მასის მიღებამდე. ფქვილი 3 ნაწილად გავყოთ, მონაცვლეობით ჩააცერით თითოეული კვერცხის მასას და ნაზად შეურიეთ.
კარაქი გავადნოთ, ცედრას შევურიოთ და ნელა ცომის მასას ჩავუმატოთ (ნუ დაასხავთ ცენტრში, გაანაწილეთ კიდეებზე). მიღებული მასა ფორმებში გადავანაწილოთ და 14-17 წუთის განმავლობაში ვაცხოთ , სანამ ნამცხვრები ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.