ფორთოხლის კექსი

ინგრედიენტები: ფორთოხალი – 2 ცალი; დარბილებული კარაქი – 150 გრ; შაქარი – 100 გრ; კვერცხი – 3 ცალი; სახამებელი – 1/2 ჩ.კ; ვანილი – ნახევარი ჩ/კ; ფქვილი – 120 გრ; ცომის საფხვიერებელი – 1/3 ჩ.კ.

მომზადების წესი: გააცხელეთ ღუმელი. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. ფორთოხლის კანი გახეხეთ და გამოწურეთ წვენი. კარაქი, შაქარი, ფორთოხლის კანი და წვენი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. კარაქიან მასას დაუმატეთ კვერცხის გული, სახამებელი და ვანილი. შემდეგ კვერცხის ცილა ათქვიფეთ, ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ ერთმანეთში და ათქვეფილ ცილასთან ერთად დაუმატეთ ცომს. ჩაასხით მომზადებული მასა ფორმაში. აცხვეთ 175 გრადუსზე 35 წუთით.

კომენტარები

სხვა სიახლეები