ფიქრია ფანქველაშვილი: ყველას მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე აიცრან, რომ ერთმანეთი დავიცვათ

სპორტსმენთა გაერთიანების ჩემპიონთა ლიგის დამფუძნებელი ფიქრია ფანქველაშვილი კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, აცრა ყველამ დროულად უნდა გაიკეთოს.
მისი თქმით, ერთმანეთის დასაცავად და სიკვდილიანობის შესამცირებლად ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
„ჩემი აზრით, ყველა უნდა ავიცრათ, მართალია 100%-ით არ გვიცავს, თუმცა ნაკლებად გადამდებია ვაქცინირებული ადამიანი, რაც მთავარია. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ავიცერი და ბუსტერის გაკეთებასაც ვგეგმავ.
სახლში არასრულწლოვანი ბავშვები მყავს, ასაკოვანი დედა, ბავშვებთან ვმუშაობ და პირველ რიგში, აცრა გავიკეთე იმიტომ რომ არ გადამედო სხვა ადამიანისთვის და თუ გადავდებდი მაშინ მას იოლი ფორმით შეხვედროდა ვირუსი. მეორე, იმიტომ რომ თავს გაცილებით დაცულად ვგრძნობ. ძალიან ბევრჯერ მქონია ისეთ ადამიანებთან კონტაქტი ვისაც შემდეგ კორონავირუსი აღმოაჩნდა და ვინც ვაქცინირებული არ იყო, ყველას გადაედო და მე არ გადამედო.
ყველას მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება მალე აიცრან, რომ ერთმანეთი დავიცვათ. ნაკლები სიკვდილიანობა იყოს, რადგან დღეს რაც ხდება პროცენტულად ძალიან დიდი ჩვენი ქვეყნისთვის და მართლა შეშინებული ვარ ამ ყველაფრით. მით უმეტეს, როცა ახალ-ახალი შტამები ძალიან სწრაფად ვრცელდება და ერთადერთ გზად ვაქცინაცია გვრჩება“, – განაცხადა ფიქრია ფანქველაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები