“ფეისბუქმა” ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ყალბი ამბების გავრცელების საწინააღმდეგო განყოფილება შექმნა

The Verge ავრცელებს ინფორმაციას, რომ Facebook-მა ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ყალბი ამბების გავრცელების საწინააღმდეგო განყოფილება შექმნა.

ცნობილია, რომ არაერთი ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიისას Facebook-ი დეზინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი მასალების გავრცელებას ვერ უმკლავდება. ბოლო ორ წელიწადში Facebook-ი საარჩევნო სუბიექტების ინტერესების პოპულარიზაციისა და პროპაგანდისთვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცა.

Facebook-მა მსგავსი განყოფილება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში შექმნა.

ევროპარლამენტის არჩევნები 23-26 მაისს გაიმართება.

კომენტარები

სხვა სიახლეები