ფარშირებული კარტოფილი

ინგრედიენტები: კარტოფილი – 1 კლ, შებოლილი ხორცი, პამიდორი – 200 გრ, ყველი – 50 გრ, მწვანილი, მაიონეზი, მარილი, წიწაკა.
მომზადების წესი: კარტოფილი გავფცქვნათ და მოვხარშოთ. შემდეგ შუაზე გავჭრათ, რბილობი ამოვაცალოთ და წრვილად დავჭრათ. ხორცი და პამიდორი კუბიკებად დავჭრათ. მწვანილი – წვრილად. ყველა ინგრედიენტი თასში მოვათავსოთ და კარტოფილის რბილობიც დავუმატოთ. შემდეგ მაიონეზი მოვასხათ, მარილი და მწვანილი მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. ყველი სახეხზე გავხეხოთ. მიღებული მასა კარტოფილში მოვათავსოთ. ბოლოს ყველი მოვაყაროთ და ღუმელში 180 გრადუსზე შევდგათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები