ფარშირებული ბულგარული წიწაკა


ინგრედიენტები:
ბულგარული წიწაკა – 3 ცალი,
ძროხის ხორცი – 300 გრ,
ბროკოლი – 200 გრ,
ხახვი – 1 თავი, ყველი – 100 გრ,
მარილი, პილპილი.


მომზადების წესი: ხახვი და ბროკოლი წვრილად დავჭრათ. ხორცი ხორცის საკეპ მანქანაში გავატაროთ. შემდეგ ბროკოლსა და ხახვს შევურიოთ, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. ყველი წვრილ სახეხზე გავხეხოთ. ბულგარულები ორად გავყოთ, შიგთავსი გამოვაცალოთ და ხორცით ამოვავსოთ. ბოლოს ყველი მოვაყაროთ და 180 გრადუსზე ღუმელში 40-45 წუთით მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები