ფარდობითობის თეორიაზე რთული სიყვარული – ვინ იყო კოჭლი და ულამაზო ქალი, რომელიც აინშტაინმა ცოლად შეირთო

გენიოსების პირადი ცხოვრება იშვიათად არის ბედნიერი და მარტივი. გამონაკლისს არც დიდი ფიზიკოსი და თეორეტიკოსი ალბერტ აინშტაინი წარმოადგენს. 2 რთული ქორწინება, უმცროსი შვილის მძიმე ავადმყოფობა, მრავალრიცხოვანი რომანი უმცროს გოგონებთან და არცთუ მარტივი ურთიერთობა საკუთარ დედასთან…

თუმცა უნდა ითქვას, რომ აინშტაინი მანდილოსნებთან წარმატებით სარგებლობდა. ალბერტ აინშტაინის ბიოგრაფები და მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აინშტაინი პირველ სიყვარულს – მარია ვინტელერს ციურიხში, პოლიტექნიკურ სკოლაში სწავლისას შეხვდა.

ეს არ იყო ხორცის ზეიმი, ეს იყო რომანტიკული აღმაფრენა, რომლის დროსაც აინშტაინი გოგონას უამრავ წერილს სწერდა და ხშირად აკითხავდა იმ პატარა სოფელში, სადაც ის ცხოვრობდა. მაგრამ აღმაფრენა მალე დაცხრა და სიყვარულის დასასრულმა მეცნიერი დეპრესიამდე მიიყვანა.

გოგონას ებრაელმა ნათესავებმა წყვილს უფლება არ მისცეს, ოჯახი შეექმნათ. რადგან სასიყვარულო ფრონტზე საქმე ისე ვერ აეწყო, როგორც აინშტაინი ვარაუდობდა, ახალგაზრდა სტუდენტმა გადაწყვიტა, თავი მეცნიერებისთვის მიეძღვნა, თუმცა მოგვიანებით მილენა მარიჩი გაიცნო. მილენა მოკლებული იყო ხიბლსა და ქალურობას, ამასთან, ერთი ფეხით კოჭლობდა.

სერბული ფესვების მქონე, აინშტაინზე 3 წლით უფროსი მილენა, მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. ის საკმაოდ მძიმე ხასიათით, ავადმყოფობამდე მისული ეჭვიანობით და დეპრესიისკენ მიდრეკილებით გამოირჩეოდა, თუმცა აინშტაინს 1898 წელს, როდესაც ისინი ერთად მუშაობდნენ, შეუყვარდა მარიჩი და ხელი სთხოვა მას.

აინშტაინის დედა ვაჟის ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. დედის შეგონებებს აინშტაინმა ყური არ ათხოვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის მის მეხსიერებაში დაილექა და საბოლოოდ მაინც იჩინა თავი. მეცნიერის მამა უკვე სიკვდილის პირას იყო, და სიკვდილის წინ მან, დედისგან განსხვავებით, დალოცა აინშტაინი. უმცროსი აინშტაინი მამის სიკვდილის შემდეგ, 1903 წლის 6 იანვარს, დაქორწინდა. როდესაც მისი მეუღლე – მილენა დაორსულდა, იძულებული გახდა, სერბეთში, მშობლიურ სოფელში დედასთან გამგზავრებულიყო, რადგან აინშტაინს ცოლის მოსავლელად საკმარისი ფული არ გააჩნდა. მას ქალიშვილი ლიზერნი შეეძინა. აინშტაინს შვილის დაბადება გაუხარდა. ცოლთან წერილებით ურთიერთობდა, თუმცა საკუთარი ქალიშვილის ნახვას არ ჩქარობდა. აინშტაინს ცოლისკენ გული აღარ მიუწევდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები