9 წლის კრისტინა პიმენოვას სოციალურ ქსელში ათასობით ფანი ჰყავს და რა გასაკვირია რომ პატარა მოდელს ბევრიც აწუხებს, თუმცა გოგონა პედოფილების მსხვერპლიც გახდა. ამბობენ,რომ კრისტინა საკმაოდ პროვოკაციული ფოტოებით არის ცნობილი. მოზარდის დედა გლიკერია პიმენოვა განმარტავს, რომ ფოტოები არ არის სექსუალური ხასიათის, თუმცა მისი შვილი შეწუხებულია პედოფილების მინაწერებით. ფსიქოლოგების განმარტებით კი მამაკაცები კრისტინას აღიქვამენ სექსუალურ გოგონად და მოზარდზე მსგავსი ტიპის ფოტოები უარყოფით გავლენას ახდენს. საზოგადოების კრიტიკა კრისტინას ოჯახის მიმართ განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო,რაც გოგონა ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში მოკლე შორტით გამოჩნდა.