“უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა” – დემნა გვასალია

დიზაინერი დემნა გვასალია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე წერს და ამბობს რომ ამ პროცესებმა მასში წარსულის ტკივილი გააღვიძა.

“უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა იმ წარსული ტრავმის, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაშიც. ეს ისეთი რამ არის რაც ყოველთვის შენში რჩება.
ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. ასეთ დროს, მოდა კარგავს არსებობის უფლებასაც. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. მე ვფიქრობდი, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა, თითქმის 30 წლის განმავლობაში.
შოუს დამატებითი განმარტება არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, გამძლეობას, მშვიდობის და სიყვარულის გამარჯვებას!”- . წერს დიზაინერი.
დემნა ბალენსიაგას 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუ 6 მარტს გამართა სადაც სკამები უკრაინის დროშის ფერებში იყო გაწყობილი ხოლო მას დროშის ფერების მაისური ეცვა ის შოუზე ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები