გორის #21-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მისაცემად ცხენით მივიდა, თუმცა უბანზე შესვლის უფლება სკოლის დაჯარმა არ მისცა.
ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
როგორც დარაჯმა თქვა, სკოლის ეზოში ცხოველით შესვლა აკრძალულია. ამის შემდეგ კი ამომრჩეველი განაწყენდა და ტერიტორია ხმის მიცემის გარეშე დატოვა.
“კომბინატის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო იპოდრომზე ვმუშაობ. სახლში ვიყავი, პირადობის მოწმობა წამოვიღე სპეციალურად. აქ კი მითხრეს, რომ ცხენის გაჩერება არ შეიძლებაო. აღარც შევსულვარ შიგნით”, – განაცხადა ამომრჩეველმა.