წყალდიდობის შედეგად, სერიოზული ზიანი მიადგა ბუნებრივ პარკს სახელწოდებით – „ალფა“, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში, კერძოდ, ნიცის მახლობლად მდინარე ვეზუბის ხეობაში – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო – „ევროპული სიმართლე“ ავრცელებს.
იძებნება შვიდი, შავი ფერის კანადური წარმოშობის მგელი, რომელიც გაიქცა პარკში განთავსებული ვოლიერიდან, მათი დაზიანების შედეგად.
პარკის ორი თანამშრომელი და მეხანძრე–ვეტერინარი ვერტმფრენის მეშვეობით ცდილობენ დაკარგული ცხოველების მოძებნას. რამდენიმე მათგანი შეამჩნიეს ადგილობრივებმა სენ–მარტენ ვეზუბსა და ბორეონომს შორის, პარკისგან ოდნავ მოშორებით.
პარკის დირექტორის, ერიკ ჰანსენის განცხადებით, ძალისხმევას არ იშურებენ დაკარგული ცხოველების მოსაძებნად. ამასთანავე, იგი დასძენს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა მგლებიც ბინადრობენ, თუმცა, პარკიდან გაქცეული მგლებისთვის საკვების მოპოვება რთული იქნება, რადგანაც ისინი განებივრებულები არიან ადგილზე საკვების მიწოდებით. ეს საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს.
პარკში, სახელწოდებით – „ალფა“ სულ ბინადრობს 13 მგელი. მათი ვოლიერი განთავსებული იყო მდინარის პირას, რომელთა სრული დაზიანება განპირობებული იყო უამინდობით.