ინგრედიენტები:
ცომისთვის: კვერცხი – 2 ცალი,
ფქვილი – 40 გრ,
სახამებელი – 10 გრ,
კაკაო – 10 გრ,
შაქარი – 60 გრ.
კრემისთვის: ნაღების ყველი – 180 გრ,
შაქრის პუდრა – 75 გრ,
ნაღები – 2-3 სადილის კოვზი,
კივი – 2-3 ცალი,
ალუბალი – 10 ცალი.
მომზადების წესი: კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. გული 50 გრ შაქართან ერთად ავთქვიფოთ. ცალკე თასში კი ცილა ავთქვიფოთ და დარჩენილი შაქარი დავუმატოთ. შემდეგ შევაერთოთ და ერთმანეთში კარგად ავურიოთ. სახამებელში კაკაო და ფქვილი ავურიოთ და კვერცხის მასას დავუმატოთ. ცომი ნაძვის ხის ფორმაში ჩავასხათ და 20 წუთით 200 გრადუსზე გამოვაცხოთ. ამასობაში კრემი მოვამზადოთ: ნაღების ყველი, შაქრის პუდრა და ნაღები დავამიქსეროთ. უკვე გაციებულ ბისკვიტს კრემი წავუსვათ. ბოლოს კი ტორტი მრგვალად დაჭრილი კივითა და ალუბლებით მოვრთოთ.