ტომ კრუზის ქალიშვილი სილამაზის სალონში მუშაობს

 

  ტომ კრუზის ქალიშვილი იზაბელა, რომელიც მან ნიკოლ კიდმანთან ქორწინებაში ყოფნისას იშვილა, სილამაზის სალონში მუშაობს. სააგენტო Mirror-ის ინფორმაციით, იზაბელას თანამშრომლებმა არ იციან, თუ ვისი შვილია. თუმცა იზაბელა კრუზი ჩვეულებრივ სილამაზის სალონში არ მუშაობს. გოგონამ ლონდონის ვიზაჟისტების პრესტიჟულ სკოლაში Vidal Sassoon Academ-ში სასწავლო კურსის გასავლელად 40 000 დოლარი გადაიხადა. ახლა კი იზაბელა ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ მდიდარ სილამაზის სალონში სტილისტად მუშაობს.
„როდესაც სალონში ბევრი სამუშაოა, იზაბელა იძულებულია იმუშაოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. არავინ არ ექცევა მას ისე, როგორც ვარსვლავს, არავის არ აინტერესებს, თუ ვინ არიან მისი მშობლები. მისი თანამშრომლების უმრავლესობამ ამის შესახებ არაფერი იცის“, – აღნიშნა კრუზის ნაცნობმა, – წერს Mirror-ი.

კომენტარები

სხვა სიახლეები