ტოკიოს ქუჩებში გამჭვირვალე ტუალეტები დაამონტაჟეს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ქუჩებში მინისგან დამზადებული გამჭვირვალე ტუალეტები დაამონტაჟეს. ამის შესახებ The Guardian -ი წერს.

წყაროს ცნობით, ეს საზოგადოებრივი ტუალეტები დამზადებულია სრულიად გამჭვირვალე მასალისაგან, რომელსაც ჭკვიანი შუშა ეწოდება. ისინი მუშაობენ მარტივი პრინციპის მიხედვით – როდესაც ადამიანი შედის კაბინაში, მინა მუქდება და აღარ არის გამჭვირვალე. ძირითადი ფუნქციის გარდა, მაღალტექნოლოგიური საპირფარეშოები ასევე ფუნქციონირებს როგორც ფანრები და პარკებში ბილიკებს ანათებს.

პროექტის ავტორია ნიპონის ფონდი, ხოლო გამჭვირვალე ტუალეტების იდეა ეკუთვნის იაპონელ არქიტექტორს Shigeru Ban- ს. ფონდში განაცხადეს, რომ მათ სურთ დაარღვიონ სტერეოტიპები საზოგადოებრივ ტუალეტებთან დაკავშირებით, რომ ისინი “ბინძური და სუნიანია”.

ამრიგად, გამჭვირვალე მოდელები ერთდროულად წყვეტენ ორ პრობლემას. შუშის საშუალებით შესამჩნევია სუფთაა თუ არა ინტერიერი და დაკავებულია თუ არა კაბინა. პროექტის ავტორების თქმით, ეს საშუალებას აძლევს პოტენციურ ვიზიტორს შეაფასოს, უღირს თუ არა ტუალეტით სარგებლობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები