ტარტი კრემითა და კივით

 

ინგრედიენტები:
შაქარი – 200 გრ.
კარაქი – 200 გრ.
კვერცხის გული – 4 ცალი,
ფქვილი – 250 გრ.
გამაფხვიერებელი – 5 გრ
მასკარპონე – 200 გრ.
ვანილი – 1 ცალი
შაქრის პუდრა – 3 ს/კ.
რძე – 200 გრ.
კივი – 500 გრ.

მომზადების წესი: შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ, კვერცხის გული დავუმატოთ. შემდეგ ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩავყაროთ. ცომი მოვზილოთ და მაცივარში1 საათით მოვათავსოთ. შემდეგ 1 სმ-მდე გავაბრტყელოთ, ცომი ტარტის ფორმაში გადავიტანოთ და ისევ მაცივარში 30 წუთით შევდგათ. ღუმელი 150С-მდე გავაცხელოთ და ტარტი 20 წუთით ვაცხოთ. მასკარპონეს შაქრის პუდრა, ვანილი და რძე დავუმატოთ, კარგად ავთქვიფოთ. კრემი ტარტში ჩავასხათ და ბოლოს მრგვალად დაჭრილი კივით გავაფორმოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები