“დღეს, სხვაგან სად შეხვდები საკუთარ დედას, თუ არა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე” – ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ფოტოზე ოდესის ოლქის გუბერნატორი დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად არის გადაღებული. როგორც ჩანს უსაფრთხოების კონფერენციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც ესწრებოდა. სხვა ფოტოებთან ერთად “ფეისბუქზე” სააკაშვილი-კლიჩკოს მეგობრული შეხვედრის ამსახველი ფოტოც გავრცელდა.