ავსტრალიელმა მსახიობმა პორტ დე როსმა, საკუთარ „Twitter”-ის ექაუნთზე, სტივენ სიგალი სექსუალურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
„სტივენ სიგალის ფილმში მონაწილეობისთვის, ჩემი ბოლო შემოწმება მის ოფისში შედგა… მან მითხრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ემოციების კარს მიღმა დატოვება და შემდეგ შარვლის ელვა-შესაკრავი შეიხსნა, მე გამოვიქეცი და ჩემს აგენტს დავუძახე“, – განაცხადა პორტ დე როსმა.
ჰარვი ვაინშტეინის შემდეგ, სიგალი „Hollywood”-ის უკანასკნელი მსახიობია, რომელიც სექსუალური შეურაცხყოფის ბრალდებით დაადანაშაულეს.