მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში, 14 წლის ქართველი ბიჭის დასახმარებლად ჩამოდის. ის 10 მარტს დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ბონდარენკომ 14 წლის მიხეილის მდგომარეობის შესახებ ფეისბუქში ინფორმაცია გამოაქვეყნა.
„საქველმოქმედო საღამო საქართველოში! ჩვენ შევარჩიეთ ბიჭი, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას. გთავაზობთ მოკლე ისტორიას მის შესახებ: ის 1999 წლის 30 დეკემბერს დაიბადა. მას 8 სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ზურგზე, ბიჭუნას ოსტეოქონდროზის მძიმე ფორმა და კვანძები აქვს. დღესდღეობით 14 წლის მიხეილი სულ რაღაც 27 კილოგრამს იწონის, მისი სიმაღლე 139 სანტიმეტრია. რთული მდგომარეობა აქვს, ყოველთვიურად ძალიან ძვირად ღირებულ სამკურნალო კურსს საჭიროებს. არსებობს შანსი, რომ გერმანიაში ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ის გადარჩეს და გამოჯანმრთელდეს. ბიჭუნა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. მამა გარდაცვლილი ჰყავს. ის და მისი ოჯახი ნაქირავებ სარდაფში ცხოვრობს. დედა მარტოხელაა და ფინანსური შეჭირვების გამო ბავშვის მკურნალობის თანხები არ გააჩნია“,- წერს სტანისლავ ბონდარენკო ფეისბუქის პირად გვერდზე.
სხვა სიახლეები