სტაბილური წონა მთელი ცხოვრების მანძილზე

მეთოდი ნამდვილად მუშაობს, ის აბსოლუტურად უვნებელია და შეგიძლიათ მთელი ცხოვრება დაიცვათ კვების ეს რეჟიმი.
როგორც კი გაიღვიძებთ – დალიეთ 2 ჭიქა თბილი წყალი. ვისაც არ აქვს კუჭის პრობლემა, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი.
საუზმე (დილის 8-9 საათზე)

2 ჭიქა წყლის დალევიდან 20 წუთის შემდეგ ისაუზმეთ. ჭამის დროს არ დალიოთ წყალი, მხოლოდ ჭამამდე 20 წუთით ადრე და ჭამიდან 2 საათის გასვლის შემდეგ.

საუზმეზე მიირთვით წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, დაჭრილი ნიგვზითა და თაფლით.

სამხარი (10-11 საათზე)

მანამდე სვამთ 2 ჭიქა წყალს, იცდით 20 წუთს, შემდეგ კი მიირთმევთ ვაშლს (სასურველია, მწვანეს), უცხიმო ხაჭოს ან იოგურტს.

სამხარის შემდეგ არ მიირთმევთ არაფერს 2 საათის განმავლობაში და არ სვამთ წყალს 1 საათი.

სადილი (12-13 საათი)

სვამთ 2 ჭიქა წყალს და იცდით 20 წუთი.

სადილად შეგიძლიათ მიირთვათ ნახშირწყლები, მაგრამ არა რთული.

მაგალითად:

პასტა ტომატის სოუსით;

წიწიბურა სოიოს სოუსით;

ქათამი ან ინდაურის ხორცი მუქი ბრინჯით.

ღუმელში მომზადებული ბოსტნეული.

აირჩიეთ გემოვნებით, მთავარია – არ იყოს შემწვარი.

მარილი – შეამცირეთ და აჯობებს დაუმატოთ უკვე მომზადებულ საკვებში.

სადილის შემდეგ არ სვამთ წყალს 2 საათის განმავლობაში.

სამხარი (14-15 საათი)

ვსვამთ 1-2

ჭიქა წყალს, ვიცდით 20 წუთი.

მოამზადეთ შემწვარი ვაშლები, ეს ძალიან გემრიელია და სასარგებლო. გაჭერით ვაშლი, გამოაცალეთ გული, მოაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი. ტაფის ზედაპირს დაასხით ცოტაოდენი წყალი, დადეთ მასზე გაჭრილი ვაშლები, შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთი. შემდეგ მოაყარეთ ვაშლს დაჭრილი ნიგოზი და მოასხით ცოტაოდენი თაფლი (გემოვნებისამებრ).

ამის შემდეგ არ სვამთ არაფერს 2 საათის განმავლობაში.

ვახშამი (17-18 საათზე)

სვამთ 1-2 ჭიქა წყალს და იცდით 20 წუთი.

ვახშმად უნდა მიირთვათ რაიმე ცილოვანი. თუკი ძალიან მშიერი არ ხართ, მიირთვით უბრალოდ ხაჭო ან კვერცხის ცილებისგან მომზადებული ომლეტი. თუ გშიათ, მოიმზადეთ ქათამი ან ინდაურის ხორცი ბოსტნეულით ღუმელში ან ორთქლზე.

ვახშმის შემდეგ, 19 საათზე, შესანიშნავი დროა სპორტისთვის.

მას შემდეგ, რაც ვარჯიშს მორჩებით, დალიეთ ერთი ჭიქა კეფირი და გაიხეხეთ კბილები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამის მერე აღარაფერს შეჭამთ.

წყარო: http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები