მძღოლები თბილისშიც და რეგიონებშიც წესებს უფრო მკაცრად იცავენ 100 -ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ. ამის შესახებ ავტომოყვარულები სოციალურ ქსელებში წერენ. ერთ-ერთი მძღოლი წერს, რომ კვირას თბილისიდან თელავში მიდიოდა და გზაზე მხოლოდ ორი უმნიშვნელო დარღვევის ფაქტი დააფიქსირა. “ძალიან ფრთხილად დადიან.
ქულებს უფრთხილდებიან”, – წერს ავტომოყვარული. შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან საქართველოში ჯარიმების 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდა. ერთი წლის განმავლობაში ქულების ამოწურვის შემთხვევაში მძღოლს ერთი წლით მართვის უფლება შეუჩერდება და გამოცდის ჩაბარება თავიდან მოუწევს.
სხვა სიახლეები