საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ანიმაციური ფილმის „ქერის უბნის“ პროდიუსერს მიმართავს. როგორც სოსო ჯაჭვლიანმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა, მას „ქერის უბანში“ მისი პერსონაჟი მოსწონს, თუმცა გახმოვანებას უწუნებს. სოსო ჯაჭვლიანი პროდიუსერს წინადადებით მიმართავს, რომ ანიმაციურ ფილმში სოსო ჯაჭვლიანის პერსონაჟს ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე თავად გაახმოვანებს.
„მომწონს, უფასო რეკლამას რომ მიკეთებთ. თუმცა, ხმა არ მომწონს, ვერ ახმოვანებთ. „რუსთავი 2“-ს ვეუბნები, მე მოვალ, მე გაგიხმოვანებთ უფასოდ… ერთი კაპიკიც არ მინდა და რამდენ დებილობასაც გინდათ, რამდენ სირობასაც გინდათ, იმდენს ვილაპარაკებ ჩემს თავზე და კიდევ პროდიუსერს მივმართავ: „ვინც მე სერიიდან გამომტოვოს, იმის დედა მ….“ – აღნიშნა სოსო ჯაჭვლიანმა.
Prev Post
სხვა სიახლეები