ორეგონის შტატის ერთ-ერთი სკოლა მოსალოდნელი საფრთხისგან მწვრთნელმა იხსნა. აღნიშნული სკოლის მოსწავლე სკოლაში შეიარაღებული მივიდა და როდესაც მას სროლა უნდა დაეწყო წინ ამერიკულ ფეხბურთში ადგილობრივი გუნდის მწვრთნელი, კინონ ლოუ გადაეღობა ჩაეხუტა, დაამშვიდა და იარაღი ჩამოართვა.
სოციალურ ქსელში აღნიშნული ფაქტის ამსახველი კადრები გავრცელდა და მსოფლიო აალაპარაკა. მწვრთნელი კინონ ლოუ გმირად აღიარეს და ამ მამაცი ადამიანით მთელი ორეგონის შტატი ამაყობს.
„შიშის ნაცვლად თანაგრძნობა დამეუფლა. ცხადი იყო, რომ ბიჭს სტრესი ჰქონდა და მე უბრალოდ მისი გადარჩენა მინდოდა. მივახვედრე, რომ მის გვერდით ვარ. ვუთხარი კიდეც, რომ მის გვერდით შემთხვევით არ აღმოვჩნდი და ცხოვრება ღირსეულად უნდა გავატაროთ”, – აცხადებს კინონ ლოუ.
წყარო:buzzfeednew.