სკარლეტ იოჰანსონმა რაიან რეინოლდსთან განქორწინების მიზეზი დაასახელა

მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა ყოფილ მეუღლესთან, რაიან რეინოლდსთან გატარებული 3 წელი გაიხსენა. წყვილის განქორწინების მიზეზებზე მსახიობმა Cosmopolitan-ის ახალი, მაისის ნომრისთვის მომზადებულ ინტერვიუში ისაუბრა.
„წყვილისთვის, როდესაც ორივე მსახიობია, ურთიერთობების აწყობა ყოველთვის რთულია. აუცილებელია საკუთარი დროის ზუსტად ორგანიზება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორივე ადამიანის კარიერა წინ მიიწევს. თუ წყვილიდან ერთ-ერთი უფრო წარმატებულია, ვიდრე მეორე, სიტუაცია კიდევ უფრო რთულია. მაშინ კონკურენციის მომენტს ვერ გაექცევი, ეს კი ურთიერთობებს აზიანებს“, – ამბობს იოჰანსონი.
განქორწინების შემდეგ ორივე მსახიობმა ახალი სიყვარული იპოვა და ორივემ ოჯახი შექმნა. დღეს სკარლეტ იოჰანსონი პარიზში ცხოვრობს და საფრანგეთში მის გადასვლას დღესდღეისობით ცხოვრებაში საუკეთესო ამბავს უწოდებს. თუმცა ერთი წლის ქალიშვილთან ერთად მას მაინც ხშირად უწევს პარიზიდან ნიუ-იორკში და უკან მოგზაურობა. მსახიობი ამბობს, რომ ცხოვრებას დიდ და ხმაურიან ქალაქში სხვაგან ცხოვრებაზე ალბათ ვერასდროს გაცვლის.

კომენტარები

სხვა სიახლეები