სიამის კატა „გინესის რეკორდების წიგნში“ 30 წლის ასაკში მოხვდა

 

ყველაზე ასაკოვანი სიამის კატა, სახელად სკუტერი „გინესის რეკორდების წიგნში“ მოხვდა. ტეხასის შტატის ქალაქ მენსფილდში მცხოვრებ კატას მიმდინარე წლის 26 მარტს 30 წელი შეუსრულდა.
ცხოველის პატრონის – გეილ ფლოიდის თქმით, კატის ასეთი გრძელი სიცოცხლის საიდუმლო მის აქტიურობაშია. კატა – სკუტერი ბევრს მოგზაურობს, ის აშშ-ის 45 შტატშია ნამყოფი.
ფლოიდი აღნიშნავს, რომ სკუტერს ძალიან უყვარს, როცა ბანაობის შემდეგ მას ფენით აშრობენ, საჭმელში კი ქათმის ხორცს ანიჭებს უპირატესობას.
ცნობისთვის: სკუტერი ყველაზე ასაკოვანი კატა არ არის, რომელიც ოდესმე შესულა გინესის რეკორდების წიგნში. სკუტერამდე კიდევ ერთი რეკორდსმენი ასევე ტეხასელი 38 წლის კატა იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები