სექტემბერში საქართველოს ჯგუფი Rammstein ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული მეტალ-ჯგუფი კონცერტს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართავს. Rammstein-ის ნახვა და მოსმენა ჯგუფის თაყვანისმცემლებს 4 სექტემბერს 22:00 საათზე შეეძლებათ. ინფორმაცია ბილეთების შესახებ საზოგადოებისთვის აგვისტოში გავრცელდება.