სექს-სკანდალმა ბუკინგემის სასახლეში საზოგადოება შოკში ჩააგდო (ვიდეო)

 

  ხმაურიანი სექსუალური სკანდალი გაჩაღდა ბრიტანული სამეფო ოჯახის გარშემო. მონარქიის ღირსება საფრთხის წინაშე იორკსკის უფლისწულის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების გამო დადგა. ელისაბედ II-ის შვილი მცირეწლოვნების გარყვნაში დაადანაშაულეს.
აშშ-ში უფლისწულის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მასში ნათქვამია, რომ 2000 წლის დასაწყისში უფლისწულს 17 წლის გოგონასთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა. გოგონა ენდრიუსს არა საკუთარი ნებით, არამედ იძულებით ხვდებოდა.
თავად ბრალდებული არანაირ კომენტარებს არ აკეთებს. დედოფლის პრესსამსახურმა კი 54 წლის უფლისწულის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ოფიციალურად უარყო.
ცნობისთვის, თეორიულად ენდრიუსს მეფის ტახტის მიღების შანსი აქვს.
ის რიგითობის მიხედვით პრინც ჰარის შემდეგ დგას.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=zImd_Hz_PGs&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები