პოლონელ-ქართველი მოგზაური კრისტოფ ნოდარ ჩიემნოლონსკი საკუთარ ბლოგზე საქართველოს შესახებ აქვეყნებს სტატიებს. კრისტოფი 31 წლისაა. როგორც საკუთარი თავის შესახებ ბლოგში ვკითხულობთ, მისი მამა ქართველია და ის ამჟამადაც აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხში ცხოვრობს. თავად კი პოლონეთიდან ხშირად სტუმრობს წინაპრების სამშობლოს. ერთ-ერთ ბლოგში მოგზაური ქართულ სექსუალურ ცხოვრებაზე წერს.
“შეყვარებულს დაშორებული ვიყავი, როდესაც საქართველოში დიდი ხნით გადავწყვიტე წასვლა. ჩემი მეგობრები დარწმუნებული იყვნენ, რომ არაერთ ლამაზ და მისტიკურ რომანს გავაჩაღებდი აღმოსავლელ ქალებთან. ზოგს კი რჩევები სურდა მიმეცა პოტენციური “სექს ტურისთვის” საქართველოში.
მე ვმუშაობდი, ვოცნებობდი და ვწერდი ქართულ საზოგადოებაზე, ისტორიაზე, კულტურაზე და ურთიერთობებზე. ვუყურებდი თბილისელ, ბათუმელ, ქუთაისელ ქალებს. ვაკვირდებოდი და ვწერდი მათი ურთიერთობების, სამსახურის, გამოწვევების შესახებ. ასე წარმოიშვა “სიყვარული საქართველოში”. სექსი საქართველოში – მითი? ტაბუ? საერთოდ არსებობს ის? როგორც ჩანს, სექსუალურ რევოლუციას საქართველომდე არ ჩაუღწევია. მისი უკანასკნელი გაჩერება ტრანსკავკასიაში მოხდა – გარე სამყაროში, შესაძლოა თბილისში. საქართველოში არ არსებობს სექსუალური თავისუფლება, როგორც “ძველ” ევროპაში. ქართველ ქალებს მორიდებული ტანსაცმელი აცვიათ და ოჯახების უმეტესობაში ფიქრობენ, რომ ქალები ბავშვის გასაჩენად უნდა “გამოიყენონ”. როდესაც დედის როლს მოირგებენ, აღარ არსებობს სექსუალური ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობა. ასეა ქალებისთვის. მამაკაცებთან სხვანაირადაა საქმე. მათ ოჯახსგარეთ სხვა “თავგადასავლები” აქვთ.რთულია იყო ქალი საქართველოში. რთულია ასეთ კონსერვატიულ და შოვინისტურ საზოგადოებაში ცხოვრება. საკმარისია წახვიდე ნებისმიერ ქართულ ქალაქში, სოფელში თუ ეკლესიაში. უმეტესწილად იქ ახალგაზრდა ქალებს ნახავთ, კონსერვატიულად და “უსაფრთხოდ” გამოწყობილებს. ყოველგვარი სექსუალურობისგან განძარცვულებს. მამაკაცები განსხვავებულად გამოიყურებიან. უმეტესობა მაჩოს ტიპისანი არიან, ოქროს ყელსაბამებით და სამაჯურებით. ზოგჯერ სასაცილოა იმის ნახვა, როგორ დასდევს ნამდვილი კავკასიელი მებრძოლი ევროპელ ტურისტ ქალებს და მათზე “ასხივებს” თავის მითიურ, ქართულ შარმს…
ინტერნეტი სავსეა ისტორიებით, სადაც ევროპელ ქალებს ქართველი მამაკაცები ყველგან შებმას უპირებენ. ქალები ყვებიან ისტორიებს ტაქსის მძღოლების შესახებ, რომლებიც დაჟინებით თხოვდნენ შეხვედრას ან ტრაბახით უყვებოდნენ რუს და უკრაინელ გოგონებთან რომანების შესახებ. საქართველოში არსებობს მითი, რომ ყველა სლავი გოგონა დაუკმაყოფილებელი “სექსმანქანაა”. ეს მამაკაცების ახალმა თაობამაც კარგად იცის. ხშირად ბიჭები მეძავებთან მამებს მიჰყავთ თინეიჯერობის ასაკში. სექსის ყიდვა საქართველოში მარტივია. უნდა წახვიდეთ საბურთალოზე ან მთავარი ქუჩის სიახლოვეს ან კითხოთ ტაქსის მძღოლს უახლოესი ტაილანდური მასაჟის ადგილმდებარეობა, სადაც სექსუალურ სერვისებსაც შემოგთავაზებენ.
კაცებისგან განსხვავებით ქართველ ქალებს ძირითადად არ ეძლევათ აკრძალული ხილის გასინჯვის საშუალება. ხშირად, მათთვის ქმარი პირველი და ერთადერთი სექსუალური პარტნიორია. ბევრი 13-14 წლის გოგო ფეხმძიმდება საქართველოს სოფლებში, რაც სერიოზული პრობლემაა. ახალშეუღლებულ ქართველ წყვილს პრეზერვატივი არ ადარდებს. არანაირი სექსუალური განათლება, არანაირი თავდაცვა.
ამიტომ ბევრ ქართველ ახალგაზრდა და ნიჭიერ გოგოს სურს კარგი განათლების მიღება და უცხოეთში სწავლა. ეს ერთადერთი გზაა ცოტა ხნით მაინც გაწყვიტონ მოჯადოებული წრე. თუმცა, ისინი იმდენად მიჯაჭვულნი არიან საკუთარ სამშობლოს, რომ ყოველთვის ბრუნდებიან უკან. შედეგად, ეს განათლებული გოგონები უკან უბრუნდებიან საკუთარ ტრადიციულ ოჯახებს, ირგებენ ტრადიციული ქალის როლს და ზრდიან კაცების ახალ თაობას, რომელიც მომავალში ქალზე დომინაციას გააგრძელებს. დაუსრულებელი ისტორიაა.რთული ათქმელია,
როგორ უნდა მოაწონოთ წარმატებით ქართველ გოგოს თავი. ადგილობრივები უცხოელებს დროებით და ცვალებად ელემენტად აღიქვამენ. ისინი ბევრს არ ფიქრობენ ჩვენზე, თვლიან, რომ არაფერი განგვასხვავებს მათი კაცებისგან. სექსი საქართველოში – ესაა სწრაფი რომანი, ახალგაზრდა წყვილები და სწრაფი განქორწინება. ლამაზი ქართველი ქალები სხვა პლანეტიდან მოსული არსებებივით არიან. უმანკო, წმინდა, გაუფრთხილებელი. დღემდე არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი”, – წერს კრისტოფ ნოდარ ჩიემნოლონსკი საკმაოდ ვრცელ ბლოგში.
წყარო:http://www.ambebi.ge