10-წლიანი სატელევიზიო ეთერის და რამდენიმე სეზონის შემდეგ, სერიალი “შუა ქალაქში” დაიხურა. სერიალი “იმედზე” პირველად 2007 წელს გავიდა და თავიდანვე არნახული წარმატება ხვდა წილად. მისი შემქმნელი დავით გოგიჩაიშვილის “ღამის შოუს” სტუდია იყო.
რამდენიმე წლის წინ, “შუა ქალაქში” დროებით შეჩერდა, თუმცა შემდეგ ისევ განაახლეს.
ტელეშოუს დახურვის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობმა თამუნა ნიკოლაძემ, იგივე ქეთევანმა დაწერა:
“ფანტასტიკურად არავინ და არაფერი შეიყვაროთ. დასასრული უფრო მარტივი, შეგნებული და გააზრებული იქნება!.. მშვიდობით, “შუა ქალაქი”. 23.09.2007-21.03.2017″, – დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში.
რა გახდა “შუა ქალაქის” დახურვის მიზეზი, ამის გასარკვევად ambebi.ge “ღამის შოუს” პროდიუსერს, ირაკლი ვახტანგიშვილს დაუკავშირდა.
– რატომ დაიხურა სერიალი “შუა ქალაქში”?
– მოქმედი კონტრაქტი, რომელიც “იმედთან” გვქონდა გაფორმებული, დასრულდა, ამიტომაც შეწყდა სერიალის გადაღებები.
– ისევ დაბრუნდებით ეთერში, თუნდაც სხვა არხზე?
– ვერაფერს გეტყვით. არაფერია გამორიცხული.
წყარო:ambebi.ge