სერგეი პოლუნინის სოლო – ბრძოლა მშვიდობისთვის (ვიდეო)

ლონდონის სამეფო ბალეტის ყოფილმა მოცეკვავემ, სერგეი პოლუნინმა, ირლანდიელი მუსიკოსის Hozier-ის ჰიტის Take me to the church მუსიკაზე, ახალი, ალტერნატიული კლიპი გადაიღო, რომელმა სოციალური ქსელის მომხმარებლების აღფრთოვანება გამოიწვია. კლიპის რეჟისორი დევიდ ლაჩაპელია, ხოლო ქორეოგრაფი – ჯეიდ ჰეილ-კრისტოფი. სიმღერა Take me To Church 2013 წელს გამოვიდა. იგი მსოფლიოში ცნობილი გახდა, როგორც LGBT თემის ჰიმნი.
ის სოლოს ბრიტანული გამოცემა The Guardian აღწერს, როგორც „ბრძოლა მშვიდობისთვის, რომელსაც იგი თავის ნიჭთან ერთად ამყარებს.“ გამოცემა „Time” კი წერს, რომ პოლუნინის ვნებიანი შესრულება Hozier-ის ჰიმნს თავიდან აღვივებს.
სერგეი პოლუნინი 1989 წლის 20 იანვარს, უკრაინაში, ხერსონში დაიბადა. ბავშვობიდან გატაცებული იყო ცეკვით და უკვე 17 წლიდამ ლონდომის სამეფო ბალეტში დაიწყო მუშაობა, თუმცა 3 წლის წინ სამეფო ბალეტიდან წამოვიდა და რუსეთში განაგრძო მოღვაწეობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები