ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი სელენა გომესი პროვოკაციულ ფოტოსესიაში გადაიღეს. გამომწვევი ფოტოები ჟურნალში მამაკაცებისთვის – GQ დაიბეჭდება. ფოტოების ავტორი ფოტოგრაფი ვიქტორ დემარშელიეა. მიუხედავად იმისა, რომ გომესი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, საკუთარი ცხოვრების ნახევარზე მეტ დროს ვარსკვლავი შოუბიზნესისთვის ხარჯავს. „ეს მე თავად ავირჩიე. ასე რომ, იმის თქმას, – როგორი საწყალი ვარ და ნორმალური ბავშვობა არ მქონია, – არ ვაპირებ!“, – აღნიშნავს გომესი.
საკუთარი კარიერა ტელევიზიაში სელენა გომესმა 2002 წელს დაიწყო. გოგონა ცნობილია როლებით სტუდია Walt Disney Pictures-ის ფილმებსა და გადაცემებში.
Prev Post
სხვა სიახლეები