ნიუ-იორკში გამართულ Met Gala 2018-ის ღონისძიებაზე, წელს სელენა გომესი ქართველი დიზაინერის – თეა ოთარაშვილის მიერ, ხელით შექმნილი ულამაზესი კაბით წარსდგა. თეა ცნობილი დიზაინერის სტიუარტ ვევერსის გუნდის წევრია, რომელიც Coach-ის კრეატიული დირექტორიც გახლავთ და როგორც აღმოჩნდა, სელენა გომესის კაბის შექმნაზე, სწორედ ქართველმა დიზაინერმა იმუშავა.
წელს ვარსკვლავებმა საკუთარი სამოსი ფესტივალის თემატიკიდან – Heavenly bodies: Fashion and the Catholic Imagination შეარჩიეს, სელენა გომესი ღონისძიებაზე თეთრ, სადა კაბაში წარსდგა. თეა ოთარაშვილი ერთი თვის განმავლობაში პირადად მუშაობდა ამ არაჩვეულებრივი კაბის შექმნაზე.
წყარო:http://www.okmagazine.ge

Selena Gomez
The Metropolitan Museum of Art’s Costume Institute Benefit celebrating the opening of Heavenly Bodies: Fashion and the Catholic Imagination, Arrivals, New York, USA – 07 May 2018