18 დეკემბერს ლვოვში ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის აივანზე 1 700 ღამურა აღმოაჩინეს. ამის შესახებ კარპატის ეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერმა ანდრეი–ტარას ბაშტამ სოციალურ ქსელ Facebook–ზე დაწერა.
მისი განცხადებით, ღამურები სახლობდნენ კარადაში, მის გარშემო, მაგიდის ქვეშ და ბოსტნეულის სათავსოებში.
იმის გამო, რომ ლვოვში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება, გამოსაზამთრებლად ღამურები სხვა ადგილების მოსაძებნად გაუშვეს.