საქართველოში, სოფლის 29 წლის რწმუნებულმა სკოლა წელს დაამთავრა და ატესტატს ივნისში აიღებს

სოფელ კასრისწყალის 29 წლის რწმუნებულმა სკოლა წელს დაამთავრა და ატესტასს თანაკლასელების მსგავსად ივნისში აიღებს. ისტორია, გადაცემაში „სხვა ნანუკა“ სოფელ კასრისწყალის სკოლის დირექტორმა გააჟღერა.

„ლევან თორღვაძე შარშან ზაფხულში განცხადების საფუძველზე ჩავრიცხეთ სკოლაში. ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც 9 კლასის განათლება ჰქონდა. ამიტომ კანონი გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მისთვის მოსწავლის სტატუსი აღგვედგინა და აღვადგინეთ კიდეც.

შარშან მეათე კლასში ჩავრიცხეთ, მისივე მოთხოვნის საფუძველზე ექსტერნების საშუალებით კლასის დონე დაძლია. იმ პერიოდისთვის ეს ადამიანი არ გახლდათ სოფლის რწმუნებული. ის 2020 წლის თებერვალში დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ამ დროს ისევ დადიოდა სკოლაში და ესწრებოდა გაკვეთილებს. ჰქონდა გაცდენებიც.

ჩვენი სოფლის რწმუნებული ჩემი კლასელიც იყო ერთი წელი. როგორც მახსოვს და ვიცი, ერთხელ ჩარჩა კიდეც კლასში და ამის გამო გაიყვანეს სკოლიდან. მან უკვე მეთორმეტე კლასი დაასრულა და ივნისში, როდესაც დაიწყება ატესტატების გაცემა ისიც აიღებს.

როდესაც ჩვენი სკოლის მეათე კლასელი მოსწავლე დანიშნეს სოფლის რწმუნებულად, ამ ამბის გავრცელება მე დამაბრალეს. ახლა რწმუნებული მე მიჩივის, თითქოს მისგან ქრთამი ავიღე.

სოფლის რწმუნებულის მეუღლეც ჩვენი სკოლის მოსწავლეა, მისი ასაკი, დაახლოებით 28-29 წელი იქნება. ქალბატონი ამჟამად მეათე კლასშია. მას დადებით მოსწავლედ ვაფასებ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სოფლის რწმუნებულის ცოლის დაც ჩვენი სკოლის მოსწავლეა და ისიც მეათე კლასშია. გარდა ამისა, სანამ კატის გამოცდები მოიხსნებოდა, გვყავდა 37 წლის სკოლის მოსწავლე, რომელმაც 8 საგანი ჩააბარა. საერთო ჯამში გვყავს 15-20 მოსწავლე გვყავს, რომელთა ასაკი 29 წელია.

ამ სოფელს ისეთი ტერიტორიული მდებარეობა აქვს, რომ წლების წინ სწავლა-განათლების მიღება ჭირდა. სწორედ ამის გამო დღეს ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვამაყობთ ამ ადამიანებით, რადგან მათ სწავლის სურვილი აქვთ.“- ამბობს კასრისწყლის სკოლის დირექტორი, გიორგი ბუღრიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები