სასულიერო პირმა ნათლობაზე ჩვილს სახეში გაარტყა (ვიდეო)

მშობლებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, აღმაშფოთებელი შემთხვევა მოხდა საფრანგეთში გამართულ ერთ-ერთ ნათლობაზე. ნათესავებს იმედი ჰქონდათ, რომ ოჯახისთვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას კამერაზე ასახავდნენ, თუმცა გამოვიდა ისე, რომ მათ ნამდვილი ძალადობრივი ქმედების გადაღება მოუწიათ.

ყველაფერი ნათლობის დაწყებამდე მოხდა. როგორც კადრებში ჩანს, ჩვილი, რომელიც ტირის, ქალს უჭირავს. მასთან სასულიერო პირი მიდის, რომელიც ცდილობს ბავშვი ლაპარაკით დაამშვიდოს. თუმცა, რაღაც მომენტში თავს ვერ იკავებს და მას სახეში არტყამს. რა თქმა უნდა, ბავშვმა უფრო ხმამაღალი ღრიალი მორთო, მშობლები კი შეეცადნენ ის სასტიკი სასულიერო პირისთვის წაერთმიათ. იგი ცდილობდა ჩვილი ჩახუტებით დაემშვიდებინა და რამდენიმე წამის განმავლობაში მამას მის თავს არ ანებებდა, თუმცა მშობელმა მაინც შეძლო შვილის წართმევა. როგორ გამოეხმაურა მომხდარს საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია, უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები