სამორი ბალდე ”ერისიონის”მოცეკვავეზე დაინიშნა

  თქვენმა ბუკლიკომ კიდევ ერთი ახალი ამბავი გაიგო. როგორც ადრე მოგახსენეთ, ტელეწამყვანი სამორი ბალდე შეყვარებულია. მისი რჩეული მოცეკვავე სოფო ბარნოვია. წყვილის სიყვარული უკვე იმ ფაზაშია, რომ წინა კვირას გოგონას ოჯახმა სამორის ოჯახის წევრები, როგორც ამ დროს იტყვიან ხოლმე, გადმოიპატიჟა. ორმოცდაათკაციანი სუფრა ერთ-ერთ რესტორანში გაიშალა. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ესტუმრა სამორის მამა, თუმცა ეს ქორწილი არ ყოფილა, სოფოს თეთრი საპატარძლო კაბა არ სცმია. როგორც სოფოს ოჯახის ახლობელმა გვითხრა, ”ერისიონის”მოცეკვავესა და ტელეწამყვანს ქორწილი უკვე დაგეგმილი აქვთ.
მას მერე, რაც ”ცეკვავენ ვარსკვლავები”მოიგო, სამორი არაერთი თინეიჯერი გოგონას კერპი გახდა. გარდა მისი პლასტიკისა, საზოგადოება მის გურულ ხასიათსა და კარგ იუმორზე ალაპარაკდა.
რაც შეეხება სოფოს, მას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული. წლებია, ანსამბლ ”ერისიონში”ცეკვავს.
”იმედის”დილის ეთერის წამყვანს ჟურნალისტებთან პირად თემებზე საუბარი არ უყვარს, ამიტომ ჩვენ სოფოს ვთხოვეთ კომენტარი.

– სოფო, გამარჯობა. “რეიტინგიდან” გაწუხებთ. ინტერვიუ მინდა გთხოვოთ შენ და სამორის.
– ვკითხავ სამორის ინტერვიუს შესახებ.
– მას არ უყვარს ინტერვიუები. იქნებ, თქვენ მაინც მოახერხოთ ჩვენთან შეხვედრა?
– გეთანხმებით, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, პირად ცხოვრებაზე საუბარი არც მე მიყვარს, დანარჩენ სხვა თემაზე, რა თქმა უნდა, არ მაქვს პრობლემა. იმედია, ცუდად არ გამიგებთ.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები