ინგლისის სამეფო ოჯახმა, სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე პატარა პრინც ლუის და მისი მშვენიერი დედის ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოს თან ახლავს ტექსტი, რომლითაც სამეფო ოჯახი გვამცნობს, რომ კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია დამატებით ფოტოსურათს აქვეყნებს, რომელიც 9 ივლისს, პრინც ლუის ნათლობაზეა გადაღებული. მანამდე კი ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ნათლობის დღეს გადაღებული ფოტოები, სადაც სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის დედოფალიც, ერთად არიან ასახულნი. ოფიციალური ფოტოების ავტორი ინგლისელი ფოტოგრაფი მეტ ჰოლიაკია.
პატარა ლუის განსაკუთრებული ფოტო ოჯახის პირადმა ფოტოგრაფმა მეტ პორტეუსმა გადაიღო. გადაღება ნათლობის შემდეგ კლარენსის სასახლეში მოხდა. ჰერცოგი და ჰერცოგინია იმედოვნებენ, რომ საზოგადოებას ისევე მოეწონებათ ეს საყვარელი ფოტოსურათი, როგორც ის თავად ოჯახს მოსწონს. ეს პირველი საჯარო ფოტოა, სადაც 11 კვირის ლუი იცინის.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ფოტოსურათი განკუთვნილი იყო სამეფო ოჯახის პრივატული ფოტოალბომისთვის, მაგრამ ის ოჯახს ის იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტეს, მსოფლიოსაც აჩვენონ.
სხვა სიახლეები