პირველად მსოფლიოში, გერმანიაში ტყუპი 97-დღიანი სხვაობით დაიბადა. 2018 წელს კიოლნში მცხოვრებ ქალს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და უფროსი ტყუპისცალი-ლიანა ეყოლა.
იმ მომენტისთვის, ქალი ორსულობის 27-ე კვირაში იყო. საბედნიეროდ, ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვები სხვადასხვა პლაცენტაში იმყოფებოდნენ და უმცროსი და დედის მუცელში კიდევ სამი თვით დარჩა. ლეონი 2019 წლის თებერვალში გაჩნდა.
თუმცა, სამედიცინო პრაქტიკაში ორი პლაცენტა არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა. ტყუპს შეუძლია სხვადასხვა პლაცენტაში გაყოფა ჩასახვიდან მეორე-მესამე დღეს. ამგვარად, წინა რეკორდი 2012 წელს ირლანდიაში დაფიქსირდა – ბავშვები 87-დღიანი სხვაობით დაიბადნენ.
პირველი ტყუპისცალი-ლიანა სულ 900 გრამს იწონიდა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ის იზრდებოდა და ვითარდებოდა არანაკლებ, ვიდრე – მისი უმცროსი და. ახლა გოგონები და ბედნიერი მშობლები უკვე სახლში არიან და თავს კარგად გრძნობენ.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები